მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონური მედია: ინტერნეტში დონალდ ტუსკის მისამართით გავრცელებული მკვლელობის მუქარის გამო გამოძიება დაიწყო
პოლონური მედია: ინტერნეტში დონალდ ტუსკის მისამართით გავრცელებული მკვლელობის მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

პოლონური მედია: ინტერნეტში დონალდ ტუსკის მისამართით გავრცელებული მკვლელობის მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის ქალაქ კლოდზკოს რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მისამართით ინტერნეტში გავრცელებული მკვლელობის მუქარის ფაქტზე. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პროკურორ მალგოჟატა ჩაიკოვსკას განცხადებით, გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირმა სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელიც პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით მკვლელობის მუქარას შეიცავდა.

როგორც პოლონური მედია წერს, სამართალდამცველებმა დაადგინეს მისამართი, თუ საიდან გამოქვეყნდა კომენტარი, რის შემდეგაც ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციელებმა ელექტრონული მოწყობილობები და სხვა ნივთები ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ სახლის ჩხრეკისას აგრეთვე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი „პარაბელუმის“ ტიპის სამი ვაზნით.

„ეჭვმიტანილი დადგენილია, მაგრამ ჩვენ ჯერ დარწმუნებულები არ ვართ, კონკრეტულად ვინ ატვირთა აღნიშნული კონტენტი ინტერნეტში“, - განაცხადა პროკურორმა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქვეყნის კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული მუქარა და შეურაცხყოფა ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი