მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფოთის მერი: ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის
ფოთის მერი: ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის

ფოთის მერი: ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის

იმედი|imedinews.ge

ფოთი ევროპის და აფრიკის საუკეთესო წყალსათხილამურო სპორტსმენებს უმასპინძლებს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

24-26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 20 ქვეყნიდან 120 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატი სამ დისციპლინაში ჩატარდება: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინზე ხტომა.

ღონისძიებისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია. „ოქროს ტბის“ ბაზაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება - ეწყობა მაყურებელთა სტანდარტული და VIP ზონები, დამონტაჟდა ახალი ტრამპლინი, სანაპირო ზოლზე დასრულდა ძველი ნაგებობების დემონტაჟი და მოეწყო ტალღების საწინააღმდეგო ქვის კონსტრუქციები.

,, მადლობას ვუხდი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი ტარდება „ოქროს ტბაზე“ - უნიკალურ სპორტულ სივრცეში, რომელსაც ამ სპორტის განვითარების მდიდარი ისტორია აქვს.

ჩვენი მიზანია, რომ ფოთი არა მხოლოდ ამ ჩემპიონატის წარმატებული მასპინძელი, არამედ წყლის სპორტის ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო ცენტრი გახდეს“, - განაცხადა ფოთის მერის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი ხახუბიასა და ფოთის ტბის კლუბის ხელმძღვანელ ქეთი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი