მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის
პრემიერი: 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასება ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებდა მოლდოვას, უკრაინას, ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა - რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის

იმედი|imedinews.ge

2023 წლის იანვარში, ევროკომისიამ შეფასება გამოაქვეყნა ქულებით, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველო უსწრებდა მოლდოვას დიდი უპირატესობით, ყველა პარამეტრით - დემოკრატია, ეკონომიკური საკითხები და ა.შ. უკრაინა, გასაგებია, ომში იყო, ასევე უსწრებდა ბოსნიას, რომელსაც ჩვენამდე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად ამ ობიექტური შეფასებისა, საქართველოს არ მიანიჭეს სტატუსი, რითაც ჩვენი უარყოფითი მოლოდინი გამართლდა, რომ ვიღაცას უნდოდა ეს საკითხი გამოეყენებინა შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

მისივე თქმით, ამაში ჩართეს ევროპული ბიუროკრატია, რასაც მოჰყვა რევოლუციის მცდელობა.

„საინტერესო რა იყო, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და მის მიერვე დაფინანსებული „ენჯეოები“ ჩაუდგნენ სათავეში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს. მაშინ პარტიები არც კი ავიდნენ სცენაზე, ასეთი გეგმა იყო, მხოლოდ „ენჯეოები“ ავიდნენ სცენაზე, ისევ წინა ამერიკული ადმინისტრაციიდან და ევროპული ბიუროკრატიიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა ამ გაუგებარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე მოითხოვეს მათი უშუალო მონაწილეობით მთავრობის შექმნა და ვეტოს უფლება მინისტრობის კანდიდატებზე. ანუ, „ენჯეოებს“ უნდა ჩამოეყალიბებინათ მთავრობა იმის გამო, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს არის მძიმე კონტექსტი, რაც წინ უძღოდა ამ ყველაფერს. ამის შემდეგ პროცესი გრძელდება კიდევ წელიწად-ნახევარი, ჯერ იყო 12 პუნქტი, მერე 9 პუნქტი, ყველაფერს ვაკეთებდით, ორად ორი რამ არ გავაკეთეთ ამ პუნქტებიდან - ეს იყო ის, რომ ჩვენ უნდა გადაგვეცა სუვერენიტეტი სასამართლოს მიმართ და ცესკოს მიმართ ოპოზიციისთვის, რომელიც ჩვენი აღქმით, არის გარე ძალების აგენტურა.

წარმოიდგინეთ ცესკო, სადაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ამ დროს იდება ის შედეგი, რომელიც დაიდო, 54 % მივიღეთ წინა არჩევნებში და ოპოზიციას აქვს უმრავლესობა ცესკოში, რომელიც მერე მანდატებს ხევს და პარლამენტშიც კი არ შემოდის. ხომ ძალიან მარტივი დასადგენია, რა იქნებოდა მათი პოზიცია. როგორც უარგუმენტოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, ისე ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ გაფორმდებოდა არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. ეს იყო ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ, ანუ ცესკოზე სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ დავთმეთ და მეორე მოთხოვნა, რაც შედიოდა ამ 12 და 9 პუნქტში და არ გავაკეთეთ, დანარჩენი კეთდებოდა ყველაფერი, ეს უკავშირდებოდა სასამართლო სისტემას. ითხოვდნენ ე.წ. „ვეთინგს“, რაც გულისხმობდა იმას, რომ უნდა ყოფილიყო პირობითად 5-კაციანი ჯგუფი, და ასეთ ჯგუფში, მაგალითად მოლდოვაში ჩართული ჰყავთ სწორედ ამ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ქალბატონი წოწორია, ჰყავდათ ყოველ შემთხვევაში და ერთ-ერთი უცხოელი ექსპერტი 5-დან იყო წოწორია. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ხუთ პირობით წოწორიას, უცხოელს უნდა გაეთავისუფლებინა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები და თვითონ უნდა დაენიშნათ ჩვენი მოსამართლეები. სუვერენიტეტის ამაზე მეტი ხელყოფა რა არის. ორად ორი რამ, პრინციპული რაც იყო, არ გავაკეთეთ, ანუ არ დავთმეთ ცესკოს მიმართ და სასამართლოს მიმართ სუვერენიტეტი, ეს იყო რაც ჩვენ გავაკეთეთ. ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი, რომ დაინახეს, რომ ჩვენ გვქონდა პრინციპული პოზიცია და კანდიდატის სტატუსმა დაკარგა ძალა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, ბრძოლის შედეგად.

ასევე შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არ შემოდიოდა სამუშაო ჯგუფებში და ბოიკოტს უცხადებდა. მარტო ვმუშაობდით პრაქტიკულად. 4 შემოვიდა თუ არ ვცდები საპარლამენტო პარტიებიდან, 4 არა. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახალი საარჩევნო კოდექსი დაიწერა, ხმა მისცა ოპოზიციამ საარჩევნო კოდექსს, სხვა კანონები დაიწერა, ამასაც იმ პარტიებმა ხმა მისცეს და ა.შ. და საბოლოო ჯამში, წელიწად-ნახევარში, დიდი ბრძოლით, ჩვენ მივიღეთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი, ოღონდ მაშინ, როდესაც უკვე ამ სტატუსმა დაკარგა საბოტაჟის ძალა. ეს იყო 2023 წლის ბოლოს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 211 სტატია.

  • აშშ-უკრაინის ფონდმა იშვიათი მინერალების სექტორში პირველი შეთანხმება დადოფორმულა
  • აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადოBM.GE
  • საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდატვ პირველი
  • რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდარუსთავი 2
უკრაინის →პრემიერი →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: იმისათვის, რომ ქვეყანა არ დაგვეტოვებინა მუდმივი შანტაჟის ქვეშ, გავაკეთეთ განაცხადი, რომ არ დავაყენებდით დღის წესრიგში 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ევროკავშირი თვითონ გამოხატავდა მზაობას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ იმთავითვე მოვაწერდით ხელს, ამით ჩანდა, რომ ჩვენ გვქონდა ურყევი პოზიცია ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამ

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც განკუთვნილი იქნება მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად