
პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი, მაშინდელი დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით
იყო უმძიმესი კორუფცია და გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინდელი 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით. „იყო უმძიმესი კორუფცია. გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს. პიჯაკებითაც რომ დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყიდო ჩემი პიჯაკები ბიუჯეტის ხარჯზე, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რამხელა ამბავი მოჰყვება. წარმოიდგინეთ, საიდან სადამდე შეიცვალა სტანდარტი, როცა საქმე ეხება კორუფციას, პიჯაკებზეც რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ საუბარი არ არის პიჯაკებზე, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, მაგალითად, ჩემი შვილის სწავლა რომ დავაფინანსო ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხომ წარმოგიდგენიათ, მთლიანად საზოგადოებას, ან ოპოზიციას რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი. საკუთარ დედას რომ მიჰყიდოს მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 ლარად, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამ მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი. რეაქციაც არ იყო იმიტომ, რომ მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული. არ იყო მედიის თავისუფლება. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა. ამასთან ერთად, პლუს ეკონომიკური პრობლემები უმძიმესი, დემოკრატიის კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ნული სოციალური პასუხისმგებლობა. ის ბიუჯეტიც კი, რომელიც გვქონდა მაშინ, დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტი, ისიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით. ამაზე ბევრის თქმა შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge