მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს: სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით
პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს: სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით

იმედი|imedinews.ge

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების დროს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით.

„მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის პოზიცია.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ველით მისი შემდეგი სხდომის გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი