მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი მოლდოვაზე: თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, ჩვენ გვაქვს საპირისპირო განცხადება, მიმართული - სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ და ლოგიკურია, რომ ეს ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას
პრემიერი მოლდოვაზე: თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, ჩვენ გვაქვს საპირისპირო განცხადება, მიმართული - სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ და ლოგიკურია, რომ ეს ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას

იმედი|imedinews.ge

წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრულიად საპირისპირო განცხადება, რომელიც არის მიმართული სუვერენიტეტის განმტკიცებისა და დაცვისკენ და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კონკრეტული ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან საქართველოს და ქართველ ხალხს, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას.

„როდესაც კონკრეტული ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი აკეთებს ასეთ განცხადებას, ამის აღქმაც კი რთულია, არათუ გამართლება და ამაზე სერიოზულად მსჯელობა. წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე. თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, რომლებიც სწორედ რომ მიმართულნი არიან ამა თუ იმ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისკენ, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ჩემთვის არის გაუგებარი ნებისმიერი ასეთი განცხადება. ჩვენ გვაქვს სრულიად საპირისპირო განცხადება, რომელიც არის მიმართული სწორედ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და დაცვისკენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ კონკრეტული ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, აქებენ ხოლმე სისტემურად და სისტემატურად მოლდოვის ხელისუფლებას. ეს აბსოლუტურად ლოგიკური მგონია“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი