მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დასრულდება 2029 წელს, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა 2027 წელს, ხოლო წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში 2031 წელს დასრულდება
პრემიერი: ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დასრულდება 2029 წელს, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა 2027 წელს, ხოლო წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში 2031 წელს დასრულდება

იმედი|imedinews.ge

გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი-სტეფანწმინდის გზა. ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთი - დაიწყება მომავალ წელს მშენებლობა, დასრულდება 2031 წელს. ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. აქედან გუდაურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდება უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე. სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დაიწყება 2027 წელს და დასრულდება 2029 წელს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი დასრულდება 2027 წელს.

მთლიანობაში, აქაც, 2031 წლამდე მთლიანად იქნება დასრულებული თბილისი-სტეფანწმინდის გზის მშენებლობა.

რაც შეეხება ხულო-ზარზმას, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ამ გზის მშენებლობა. მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა დასრულებულია, გარდა ე.წ. „დევის ნაშენის“ მონაკვეთზე გალერეისა, რომელიც დასრულდება მომავალ წელს. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას რაც შეეხება, დასრულდება 2027 წელს, ახალი კონტრაქტორი გააგრძელებს სამუშაოებს. ფოთის ხიდის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში დასრულდება 2031 წელს. გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი