მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
პრემიერი: სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი

იმედი|imedinews.ge

სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია პირდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში.

„მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ზოგადად სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ამ მასშტაბის სიძულვილი და აგრესია, რასაც უნდა შევებრძოლოთ. ასევე მინდა, ბატონ ჯო უილსონს შევახსენო ის, რომ ამერიკული წინა ადმინისტრაცია პირდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. მათ შორის, წინა ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საელჩო და პირადად ელჩი იყო ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ სჭირდება სიძულვილი, სჭირდება პირიქით, ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილი არის, რა თქმა უნდა, განვითარების შემაფერხებელი მოვლენა, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • ბათუმში კაფე-ბარ "ქენთ სთოფს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა – რა დარღვევები გამოავლინა სეს-მა?BM.GE
  • "პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2
  • დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა - ვაჟა დარჩიატვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის

მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა უკვე ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, ისინი მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო პერიოდში გამოაცხადებს

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა