მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ვხედავთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმაზე, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან
პრემიერი: ვხედავთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმაზე, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვხედავთ, რომ თავად აშშ, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობა არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და კონკრეტული შედეგები.

„ჯო უილსონი ერთია, მაგრამ როდესაც საუბარია ამერიკულ ადმინისტრაციაზე, როდესაც ის თავადაც ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას, სხვას ვერ გააკრიტიკებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო. ეს ხომ მარტივი ალოგიკური მოვლენა იქნებოდა.

მე იმედი მაქვს, რომ რაზეც დღეს ვსაუბრობდი, ამას მაგალითად აიღებს ამერიკული ადმინისტრაციაც. ჩვენ ძალიან ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ მათ შორის ბოლო შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც იყო სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ამ წლების განმავლობაში, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე. თავიდან ბოლომდე ქაღალდზე, ამას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი.

რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ახლა უკვე ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და მას აქვს კონკრეტული შედეგები. ჩვენ ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს თავისი შინაარსი, ორმხრივი სარგებელი თავის გზამკვლევი. როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი