მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა
პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა

პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ ხე სიაოცუენს შეხვდა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ტურიზმის, ისე ხალხთაშორისი კავშირებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მზად არის, ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახებ შედეგებზე და აღინიშნა, რომ ამას ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობა როგორც ტურიზმისა და ავიაციის, ისე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დაესწრო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი