მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

იმედი|imedinews.ge

პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), კომპიუტერული ტექნოლოგიების და სხვა საგნების იმ მასწავლებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან STEAM სწავლებით.

მსურველთა რეგისტრაცია 1-ელ მაისს დაიწყება და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.cloud.microsoft/pages/responsepage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUlXMw5URcgVCnLHMCEQvSLJUMUlWUVk3UEZFU09DUk5RUlpRTkIzM0ZXMy4u&route=shorturl

პროექტის მიზანს წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, STEAM მიმართულებით ცოდნის გაღრმავების გზით.

პროექტში ჩართული მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები, ვებინარები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები.

მასწავლებლები სასწავლო პროცესში განახორციელებენ ინტეგრირებულ STEAM პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიების და სხვა საინტერესო თემებზე.

პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა საკონკურსოდ შექმნილი პროექტების რეგიონული გამოფენები და პრეზენტაციები. რეგიონულ ტურებზე შეფასების შედეგად შერჩეული საუკეთესო პროექტები კი წარდგენილი იქნება მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე.

სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.tpdc.ge/geo/news/1017

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი