მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის“ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები წარადგინეს, ასევე საქართველოში საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის საუკეთესო პრაქტიკის გავრცელების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ეროვნულ ექსპერტებთან ერთად, შეხვედრაში შავი ზღვის კომისიის დაბინძურების მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი ირინა მაკარენკო, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა / ხმელთაშუა ზღვის სამოქმედო გეგმის კოორდინატორი ტატიანა ჰემა და “Blueling the Black Sea” პროგრამის უფროსი მენეჯერი გლენ პირს-ოროზი მონაწილეობდნენ.

მნიშვნელოვანი, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში საზღვაო ნარჩენების ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ეტაპობრივ ამოქმედებას და მონიტორინგის რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას.

შეხვედრას სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე თამარ შარაშიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი