მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან ჩაერიცხა 790 000 ამერიკული დოლარი. მან აღნიშნული თანხა, მისი წარმომავლობის შესანიღბად, ეროვნული ვალუტით დააკონვერტირა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქციური ხელშეკრულებების საფუძველზე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. შემდგომ ბრალდებულმა თანხა კვლავ უცხოურ ვალუტაზე დააკონვერტირა და, შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, უცხო ქვეყნის საბანკო სისტემაში გადაიტანა.

ბრალდებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

იმედი

ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე ქართული კულინარიის გარდა წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე ქართული კულინარიის გარდა წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

იმედი

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის

იმედი