მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო
პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2025 წლებში, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარუბული ფსიქოტროპული მედიკამენტების ძირითადი იმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა პირებმა ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღება წარმოადგენდა.

მიზნის მისაღწევად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათივე კონტროლის ქვეშ არსებული საწარმოების მეშვეობით, მაღალი ფასნამატით უნდა მოეხდინათ საქართველოში იმპორტირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია.

ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს ათეულობით კომპანია, რომლებმაც ავტორიზებული სააფთიაქო საქმიანობის ნებართვა მიიღეს, რის შემდგომაც საქართველოში იმპორტირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების ფიქტიური გადაყიდვა დასახელებულ ავტორიზებულ აფთიაქებზე განხორციელდა.

თავის მხრივ, ავტორიზებული აფთიაქები, უშუალოდ ან/და დაკავშირებული არაავტორიზებული ათეულობით ე.წ აფთიაქის მეშვეობით, მნიშვნელოვანი ფასნამატით ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი სავალდებულო რეცეპტის გარეშე.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში შევიდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ჯამში 56 მილიონ ერთეულ აბზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რამაც რიგ შემთხვევებში ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას სხვადასხვა სიმძიმის საფრთხე შეუქმნა.

ზემოაღნიშნულ პერიოდში, დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ჯამში 54 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი.

მოგვიანებით, დანაშაულში მონაწილე ოთხმა პირმა განახორციელა დანაშაულებრივად მოპოვებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მათი უკანონო წარმოშობის, ასევე მათი ნამდვილი ბუნების დამალვისა და შენიღბვის მიზნით. კერძოდ, მიღებული თანხები ბრალდებულების მიერ ნაწევრდებოდა და შენიღბულად, სხვადასხვა დანიშნულებებით, მათ შორის ხელფასის/დივიდენდის სახით საწარმოების შესაბამისი ანგარიშებიდან გადაეცემოდა მათ. ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, ბრალდებულების მიერ სხვადასხვა პერიოდში წარიმართა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების უკანონო საქმიანობას ხელს უწყობდნენ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და არ ახდენდნენ სავალდებულო სამართლებრივ რეაგირებას არსებულ კანონდარღვევებზე.

ბრალდებულების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა სსკ-ის 332-ე, 192-ე და 194-ე მუხლებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაიწყო, რაც ფიზიკური პირებისათვის სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირებისათვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსჯელობა გაფართოების საკითხზე საქართველოს გარეშე - მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკავშირის მიდგომა და ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯელობა გაფართოების საკითხზე საქართველოს გარეშე - მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკავშირის მიდგომა და ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე გახსნილია - კვალი ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მიდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე გახსნილია - კვალი ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მიდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გამამტყუნებელი განაჩენი, ფინანსური სანქცია და საპროცესო შეთანხმება - მორიგი სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე.  „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამამტყუნებელი განაჩენი, ფინანსური სანქცია და საპროცესო შეთანხმება - მორიგი სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა” –  გიორგი გვარაკიძის ანგარიში პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა” – გიორგი გვარაკიძის ანგარიში პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი