მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

იმედი|imedinews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ბესარიონ ხარძიანი, რომელიც პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს. ბესარიონ ხარძიანის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლების და შესაბამის ქონებაზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, გიორგი უდესიანმა შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა. ბრალდებული დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები.

ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით, იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კუს ტბის წილები. პატიმრები თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანზე ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა ბესარიონ ხარძიანის ძმაზეც, გიორგი ხარძიანზე.

საბოლოოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები, ვინაიდან ,მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას ციხეში გაუპატიურება და მკვლელობა ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 000 000 ლარი შეადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამების ორგანიზება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის და დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • 17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურაBM.GE
  • სასამართლოში ლილუაშვილის პროცესი იწყება - პროკურატურა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას განაგრძობსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების სფეროში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების სფეროში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

იმედი

კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

იმედი

ნინო თანდილაშვილი შოვის ტრაგედიაზე: უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდში. იყო საუბრები, სპეკულაციები თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარათ... შვეიცარიულმა კომპანიამ შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა. დადასტურდა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა და რომ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა