მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

იმედი|imedinews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული დაზარალებულს ჰპირდებოდა, რომ თითქოსდა პროკურატურასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში დაკავებული პირის საქართველოდან ექსტრადირება არ მოხდებოდა. ასევე, იგი დაზარალებულს არწმუნებდა, რომ დაკავებულისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებასა და ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა. ხსენებული გზით, ბრალდებული დაზარალებულის კუთვნილ 37 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს