მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი|imedinews.ge

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, თითქოსდა აუქციონის გზით ავტომობილის შეძენის და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარების მიზნით, დაზარალებულების კუთვნილ 9141 ლარს და 44 135 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი