მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

იმედი|imedinews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე შვიდი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება“ აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს" წევრობა), 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით, 10 წლით, 9 წლით, 8 წლით და 6 თვით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარდაჭერის ფაქტზე ორ ბრალდებულს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, რის საფუძველზეც ერთ პირს თავისუფლების აღკვეთა ცხრა თვით და პირობითი მსჯავრი 3 წლის ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

იმედი

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

იმედი

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

იმედი

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

იმედი