მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

იმედი|imedinews.ge

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

პროკურორებმა ანა ზედელაშვილმა, ოთარ გველესიანმა, ქრისტინა კილასონიამ და ნათია ჩუბინიძემ თბილისის მე-2, 24-ე, 145-ე და 150-ე საჯარო სკოლებში გამართული შეხვედრების ფარგლებში კიბერდანაშაულის შესახებ ისაუბრეს და მოზარდებს კიბერდანაშაულის საფრთხეებზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და გათვალისწინებულ სასჯელებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე განიხილეს დანაშაულთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას, რაც უწყების პრიორიტეტია.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერიაBM.GE
  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი