მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
„პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

„პრორუსი“ - ტერორი გაცვეთილი იარლიყებით. ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

„პრორუსი“ - ეს სიტყვა ბოლო წლებში პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე ხშირად გამოყენებულ იარლიყად იქცა. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებ იარლიყების პოლიტიკაზე, რომელიც ზუსტად ისე გაცვდა, როგორც ევროპული ბიუროკრატია, რომლის დღის წესრიგი ჭეშმარიტად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის აღარაფერს ნიშნავს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, დიდი ხანია „დიფ სთეითმა“ საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო, თუმცა ხელწერას მაინც არ ცვლის და ფიქრობს, იარლიყი „პრორუსული“ ყველაზე ეფექტურად ახდენს მათთვის მიუღებელი ეროვნული მთავრობების დისკრედიტაციას.

„ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება - რუსეთის აგენტადაც კი მოიხსენიებდნენ ამერიკის პრეზიდენტს, მხოლოდ იმიტომ რომ სამშვიდობო ინიციატივებით ევროპაში ომის მოსურნეთა გეგმებს ეწინააღმდეგებოდა. ევროპაში მისი ყველაზე დიდი მოკავშირე ვიქტორ ორბანი უნგრეთის „პრორუს“ ლიდერად შერაცხეს.

მშვიდობისთვის ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების ხელისუფლებას, რადგან მათ ვერანაირი შანტაჟის გზით უარი ვერ ათქმევინეს ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ხანდახან ამისთვის ტყვიასაც არ იშურებენ - ასე იყო რობერტ ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში, იყო მუქარები ირაკლი კობახიძის მიმართ.

ევროპის არაერთ ქვეყანაში ვხედავთ, რომ განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლა, გარე ძალების არამეგობრულობაში პირდაპირი მხილება, ევრობიუროკრატების ობიექტური და სამართლიანი კრიტიკა და ტრადიციული ღირებულებების დაცვა ერთი სიტყვით სრულდება - „პრორუსული“, გაცვეთილი, მოძველებული და საბჭოური სულისკვეთების იარლიყით. საკმარისია, ვინმემ გაბედოს და ევროპიუროკრატიის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ დაეთანხმოს, გააკრიტიკოს, მის მიმართ პროპაგანდა აუცილებლად გააჩენს ეჭვს - ხომ არ არის ეს „პრორუსი“?

ამავე დროს, ჩნდება პარადოქსული კითხვა: როგორ შეიძლება იმ ჯგუფებმა გამოიყენონ სიტყვა პრორუსული, რომლებიც დღემდე საბჭოთა პოლიტიკური მემკვიდრეობის ერთგულნი არიან - ცენზურის დაკანონებაში ბადალი არ ჰყავთ, განსხვავებული აზრის მიუღებლობის და ჩახშობის მცდელობის დიდოსტატები არიან და რეალობის დამახინჯებაც ყველაზე კარგად გამოსდით.

ვის აბრალებენ „პრორუსულობას“? სად გადის ზღვარი რეალურ პრორუსულ პოლიტიკასა და პოლიტიკური იარლიყის გამოყენებას შორის? თუ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ თუ ვინმეს ამ ქვეყანაში კრემლის საქმე გაუკეთებია და დღესაც აკეთებს, სწორედ სააკაშვილის პარტიაა; თუ ვინმეს ამ ქვეყნის ინტერესები დაუზიანებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი გარე პატრონები არიან. დროებით დაკარგული ასობით სოფელი სწორედ ანტიქართული ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია; 2008 წლის ოკუპაცია არამშვიდობიანი პოლიტიკის შედეგია, ომიდან რამდენიმე თვეში საქართველოს საზღვართან რუსი ტურისტების წინაშე დაჩოქილი საქართველოს მთავარსარდალი, პრორუსული პოლიტიკის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული მილიონობით რუბლი ხოშტარიების ანგარიშზე - ესეც პრორუსულობაა.

პრორუსულის იარლიყს იყენებენ ისინი, ვისაც სურს საკუთარი რუსული პოლიტიკა და კრემლის მორჩილება გადაფაროს. ასეა საქართველოს შემთხვევაში და ასეა ბევრი იმ ქვეყნის შემთხვევაშიც, სადაც სუვერენიტეტის დასაცავად მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ნდობა ეროვნულ მთავრობას გამოუცხადა. ანუ, იქ, სადაც არის მაღალი ლეგიტიმაცია, იწყება იარლიყებით ომი, გაცვეთილი ფრაზებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სულხან თამაზაშვილი სამართალდამცველებს: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება

სულხან თამაზაშვილი სამართალდამცველებს: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება

იმედი

მიხეილ დუნდუა: წელს, როგორც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასება მოწმობს, 2020 წელთან შედარებით ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იქნება მაღალი, საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში, ეს მოსახლეობის 60% უნდა იყოს და ბუნებრივია ეს პროცესი ასახავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია

მიხეილ დუნდუა: წელს, როგორც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასება მოწმობს, 2020 წელთან შედარებით ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იქნება მაღალი, საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში, ეს მოსახლეობის 60% უნდა იყოს და ბუნებრივია ეს პროცესი ასახავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია

იმედი

იარაღი დიპლომატიის ნაცვლად. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იარაღი დიპლომატიის ნაცვლად. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

სიღარიბიდან კეთილდღეობისკენ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი