მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქართული ენის დისტანციური სწავლების უფასო ონლაინ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
ქართული ენის დისტანციური სწავლების უფასო ონლაინ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

ქართული ენის დისტანციური სწავლების უფასო ონლაინ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პორტალზე „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ და ჩაერთონ ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას, ასევე, ეროვნული და კულტურული იდენტობის განმტკიცებას.

რეგისტრაცია მიმდინარეობს პორტალზე: https://distancelearning.mes.gov.ge

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. სასწავლო პროცესს წარმართავენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები, ხოლო მონაწილეები სასწავლო ჯგუფებში გადანაწილდებიან ასაკის, ქართული ენის ცოდნის დონის გათვალისწინებით.

სასწავლო პროცესი 2026 წლის 14 სექტემბრიდან განახლდება და კვირაში ორჯერ, Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით, მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის სასაათო ზონის შესაბამისად შერჩეულ დროს წარიმართება. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეარჩიონ სასწავლო ჯგუფი და პედაგოგი, ასევე, ისარგებლონ პროგრამის ფარგლებში შექმნილი მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით.

პორტალი „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის „ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიმართულების ფარგლებში. ამჟამად პროგრამაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებსა და კანადაში მცხოვრები 3 500-მდე მოსწავლეა ჩართული.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი