მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს

იმედი|imedinews.ge

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

13 ივნისს „ბასიანი“ საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალს DISCANTO- ს გახსნის, კონცერტი ქალაქ ტრენტოში, მე-12 საუკუნუნის მონასტერში Badia di San Lorenzo- ში, გაიმართება.

14 ივნისს, ქალაქ პრატოში, Duomo Di prato, di Santo Stefano- ს ტაძარში კი, „ბასიანისა“ და ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ ,,ივერიონის ’’ ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

იტალიური ტურნე, უმბრიას ისტორიული დედაქალაქ პერუჯაში 18 ივნისის კონცერტით გაგრძელდება.

კონცერტი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში - ,,out- of- season’’ Amici della Musica di Peruga, basilica di S. Pietro- ს ტაძარში გაიმართება.

„ბასიანი“ 20 ივნისს, ვენეტოს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალზე - Internationale di Musica Portogruaro- ს წარდგება, კონცერტს ზღვისპირა ქალაქ კაორლეს, ისტორიული მე-11 საუკუნის duomo di santo Stefano- ს ტაძარი უმასპინძლებს.

„ბასიანის“ იტალიური ტურნე 21 ივნისს, გორიცას პროვინციაში დასრულდება. ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს Piccolo Opera festival- ში რომელიც წელს მე-19 ჩატარდება. კონცერტი presso il Duomo di Cormons- საკათედრო ტაძარში გაიმართება. მხარდამჭერი - საქართველოს კულტურის სამინისტრო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი