მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ქართულის“ ფარგლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული დიასპორის ანსამბლები ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა
„ქართულის“ ფარგლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული დიასპორის ანსამბლები ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა

„ქართულის“ ფარგლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული დიასპორის ანსამბლები ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, კონკურს-ფესტივალის ,,ქართულის” ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ანსამბლები დააჯილდოვა.

მამუკა რეხვიაშვილმა ქორეოგრაფიული ანსამბლების სამხატვრო ხელმძღვანელებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს თავმჯდომარის სპეციალური პრიზები გადასცა.

„საოცარი სანახაობა მოაწყვეს სცენაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ჩვენი უდიდესი პატივისცემის ნიშნად, სპეციალურად, მათთვის შექმნილი თემატური პრიზები გადავეცით. კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა მათ იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ახორციელებენ,” - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

წელს პირველად, კონკურს-ფესტივალ „ქართულში” მონაწილეობა გერმანიაში, საბერძნეთსა და შვედეთში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.

ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავთან დამეგობრებული ქალაქის - ინეგოლის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

„ქართული 2026” – 20 ივნისს, „ქართული ხმების’’ კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.

ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ იმაში, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა

უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ბრალს სდებენ იმაში, რომ მან მამაკაცები გასტროლების საფარქვეშ საზღვარგარეთ გააპარა

იმედი

The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა

The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა

იმედი

ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 65 წლის იუბილე აღინიშნა

ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 65 წლის იუბილე აღინიშნა

იმედი

„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება

„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება

იმედი