მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს
ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს

ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს

იმედი|imedinews.ge

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ტურისტული ჯგუფების მომსახურების ხარისხის აუმჯობესებს და ქვეყნის ისტორიის არასწორი ინტერპრეტაციის რისკს ამცირებს.

„მოგეხსენებათ, ყველა შემოსულ ტურს ჰყავდა თავისი გიდები, გამყოლები, რომლებიც თავის ისტორიებს ჰყვებოდნენ. თუმცა ახლა ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ ჯგუფებმა, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, აუცილებლად აიყვანონ ქართველი გიდი და სწორედ მათ უნდა გააცნონ საქართველოს ისტორია, რათა არ მოხდეს ისტორიული ფაქტების დამახინჯება, რაც მნიშვნელობის საკითხია”.

ქეთი მელაძის განმარტებით, გამონაკლისს სამთო გამყოლების მიმართულება წარმოადგენს, ხოლო კულტურული გიდების მიმართულებით საქართველოში კვალიფიციური კადრების საკმარისი რესურსი არსებობს. მეტიც, ამჟამად ჩინურენოვანი გიდები გადიან გადამზადებას, და ამასთანავე, საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ, სათანადო სერტიფიცირების შემდეგ, გიდებად დასაქმდნენ, რაც ტურისტული ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სავსებით საკმარისია,

“სამთო გამყოლებს კვოტა აქვთ 200, რაც განპირობებულია იმით, რომ ფაქტიურად ცოტაა სათანადოდ გადამზადებული პროფესიონალი სამთო გამყოლი. ხოლო რაც შეეხება კულტურულ გიდებს, აქ კვოტა ნულოვანია, რადგან არ გვჭირდება, არც ერთი ენის მცოდნე უცხოელი გიდის დამატება. ამ მიმართულებას აბსოლუტურად ვართმევთ თავს” - აღნიშნავს ქეთი მელაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ცივი იარაღით თბილისში თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს - დაკავებულია 1 არასრულწლოვანიფორმულა
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
თავს →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი