მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს.

გადაწყვეტილება საკოლექციო მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი, მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო.

კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.

საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს შეხვდა. შეხვედრისას სებ-ის პრეზიდენტმა უწმინდესსა და უნეტარესს მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეპოქალურ მოვლენებს. ამას ადასტურებს წინა წლებში გამოშვებული ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი მონეტებიც, მათ შორის, ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3 000 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნად გამოშვებული 10 ლარის ნომინალის მონეტები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი