მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციას ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) მასპინძლობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიან ნანეიშვილი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა მნიშვნელოვანი შეხვედრა TUM-ის პრეზიდენტთან, პროფესორ თომას ჰოფმანთან გამართეს.

მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და შეთანხმდნენ სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ, უფრო მასშტაბურ მოდელზე გადასვლის პერსპექტივები. პრეზიდენტმა თომას ჰოფმანმა ხაზგასმით აღნიშნა TUM-ის მზადყოფნა, აქტიურად დაუჭიროს მხარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას, რაც მოიცავს კვლევით პროცესებში ერთობლივ მონაწილეობას, საერთაშორისო აკადემიურ პროექტებში ინტეგრაციასა და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაფართოებას.

ახალი შეთანხმების მიხედვით, KIU-ს აკადემიურ სივრცეს გერმანელი პროფესორების ახალი შემადგენლობა შეემატება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს აკადემიურ პროცესს, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ცოდნის გადაცემას და კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ევროპის წამყვან სამეცნიერო პრაქტიკასთან. ეს ხელს შეუწყობს ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე ახალ საფეხურზე აიყვანს.

მიუნხენში მიმდინარე ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ ქალაქ გარხინგის საუნივერსიტეტო კამპუსს, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის მიმართულებით მსოფლიო დონის კვლევით ჰაბს წარმოადგენს. KIU-სა და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერული მეცნიერებების ცენტრი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, სადაც ადგილზე გაეცნენ ინოვაციური მართვისა და სწავლების მეთოდოლოგიებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს KIU-ს აქტიურ ჩართვას გლობალურ აკადემიურ ქსელებსა და მაღალტექნოლოგიურ პროექტებში.

ვიზიტის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა KIU-ს და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტს შორის. შეხვედრაზე სამართალმცოდნეობის მიმართულებით დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განხორციელება. აღნიშნული პარტნიორობა, სამართლის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის, დამატებითი შესაძლებლობაა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციას, ვიზიტის განმავლობაში, დაგეგმილი აქვს მაღალი დონის შეხვედრები TUM-ის სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებთანაც. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, სადაც განიხილეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი