მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, KIU-ს პროფესორმა ალექსანდრე მესხმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს STEM მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობას, მათემატიკის როლის გაძლიერებას თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ მხარდაჭერას. პარტნიორობა ხელს შეუწყობს ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების შექმნას, როგორც სტუდენტებისთვის, ისე მკვლევრებისა და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

მხარეები ითანამშრომლებენ ისეთი ძირითადი მიმართულებებით, როგორებიცაა: ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული კონფერენციების, სემინარების, ოლიმპიადებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება; საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ერთობლივი პროექტების შემუშავება; თანამედროვე მათემატიკური კვლევებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების პოპულარიზაცია.

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია KIU-ში დაფუძნებული, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვითარებისთვის, რომელსაც პროფესორი ალექსანდრე მესხი ხელმძღვანელობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს STEM მეცნიერების მიმართულებით პროგრამების განხორციელება და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს როლს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

იმედი