მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგებისა და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა. უნივერსიტეტისა და აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი და აკადემიის ვიცე რექტორი დავით გაფრინდაშვილი.

თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის STEM მიმართულებების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერუსაფრთხოების სფეროებში ინოვაციური პროექტების შემუშავებას, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე ციფრული გამოწვევების საპასუხოდ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას. აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს KIU- ს ულტრათანამედროვე კამპუსი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო და სამეცნიერო -კვლევით ინფრასტრუქტურას, სრულად აღჭურვილ სტუდენტურ საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი