მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ერთი თვის განმავლობაში 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ერთი თვის განმავლობაში 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ერთი თვის განმავლობაში 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია. მათ შორის იყვნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 15-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები და 10-მდე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები. გარდა ამისა, ტექნოლოგიური ჰაბი 100-ზე მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მზარდია. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ერთი თვის სტატისტიკას აჯამებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უკვე იქცა არა უბრალოდ ახალ ინფრასტრუქტურად, არამედ რეალური მიზიდულობის ცენტრად განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციებისთვის.

“ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო - შეგვექმნა სივრცე, სადაც ბავშვი პირველად ინტერესდება მეცნიერებით, ახალგაზრდა იძენს თანამედროვე ტექნოლოგიურ უნარებს, სტარტაპი ავითარებს იდეას, ხოლო მკვლევარი და ინოვატორი ქმნის პროდუქტს. ქუთაისში ჩვენ ვაშენებთ ეკოსისტემას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადამიანებისთვის და ამავე დროს აძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის,” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად 24 ივლისს გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.

ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას.

ჰაბში ასევე განთავსებულია TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრში სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყო და პირველ ეტაპზე სასწავლო კურსს 600 აპლიკანტი გაივლის.

ჰაბში მოქმედებს ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი