მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ეწვივნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი და ჰაბის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირებისა და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს.

TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი კი 12-18 წლის ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს.

ქუთაისის ტექნოლოგიური ქალაქი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ახალ მოდელს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას. თანამედროვე ლაბორატორიები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საგანმანათლებლო პროგრამები, სტარტაპების განვითარების სივრცეები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, სადაც იდეები რეალურ პროდუქტებად და ინოვაციურ ბიზნესებად გარდაიქმნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
  • უკრაინული დრონები კვლავ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაესხა თავს - კრასნოდარსა და ნევინომისკშიფორმულა
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი