მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა - სრულად დაფინანსებული სწავლების მოდელი 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა - სრულად დაფინანსებული სწავლების მოდელი 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა - სრულად დაფინანსებული სწავლების მოდელი 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში გათვლილია ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზე და მიზნად ისახავს მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

თუმო საერთაშორისო აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. პროგრამა ორიენტირებულია 12-18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. სწავლების მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.

აღსანიშნავია, რომ „თუმო ქუთაისში“ სწავლა მოსწავლეებისთვის სრულად დაფინანსებულია, რაც პროგრამას ხელმისაწვდომს ხდის ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არის ადგილი, სადაც მომავლის ეკონომიკა იწყება განათლებით. თუმოს გახსნა ამ ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან სწორედ აქ მიიღებენ ახალგაზრდები იმ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ ტექნოლოგიურ ლიდერებად ჩამოაყალიბებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა სრულად დაფინანსებულია და ხელმისაწვდომია ყველა მოტივირებული მოზარდისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველოს თითოეულ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა მსოფლიო დონის ტექნოლოგიურ განათლებაზე, ხოლო ქუთაისი ჩამოყალიბდეს რეგიონულ ცენტრად, სადაც განათლება, ინოვაცია და ტექნოლოგიური მეწარმეობა ერთ სივრცეში ვითარდება“, - განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლებს. აღნიშნული მიმართულებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მრავალმხრივ განივითარონ როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მიიღონ.

ცენტრის მთავარი პარტნიორია „საქართველოს ბანკი“, რომლის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია რეგიონში თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს - რა ევალებათ?BM.GE
  • მწვანე ბანაკი "კლიმატის ელჩები" 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულარუსთავი 2
  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
ახალგაზრდებს →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

იმედი