მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს
ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს

ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საიუბილეო ღონისძიება ქუთაისში, ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედრო ფიცი დადეს 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა. დასავლეთის სარდლობისა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა მათ საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვეს.

ბრიგადის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც.

ღონისძიებას მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მესამე ქვეითი ბრიგადა 1992 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი ძველი ქვედანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებში. ბრიგადის პირადი შემადგენლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

იმედი

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

იმედი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

იმედი