მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისში „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ პროექტის მონაწილე მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქუთაისში „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ პროექტის მონაწილე მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ პროექტის მონაწილე მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლს. შეხვედრების მიზანია საპროექტო თემატიკის დახვეწა და მონაწილეთა მხარდაჭერა პროექტების განხორციელების პროცესში.

ცენტრის ინფორმციით, ციკლის მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართა და მასში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების პროექტში ჩართული მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა თემატური ტრენინგი და პრაქტიკული ვორკშოპი.

მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიების, ელექტროინჟინერიისა და STEAM მიმართულებების ძირითად საფუძვლებს, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს.

სამუშაო შეხვედრაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესში მოსწავლეებთან ერთად გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიებისა და სხვა პრაქტიკული და ინოვაციური პროექტების შექმნაში.

პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ დასკვნით ეტაპზე გაიმართება პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ნამუშევრების რეგიონული გამოფენები და პრეზენტაციები. რეგიონულ ტურებზე შერჩეული საუკეთესო პროექტები კი წარდგენილი იქნება მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე.

სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ „STEAM სკოლებში“ მიმართულების კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე: mnakashidze@tpdc.ge.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი