მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუვეითის ნავთობკორპორაციამ განაცხადა, რომ ირანული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობობიექტი სერიოზულად დაზიანდა
ქუვეითის ნავთობკორპორაციამ განაცხადა, რომ ირანული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობობიექტი სერიოზულად დაზიანდა

ქუვეითის ნავთობკორპორაციამ განაცხადა, რომ ირანული მხარის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობობიექტი სერიოზულად დაზიანდა

იმედი|imedinews.ge

ქუვეითის ნავთობკორპორაციამ (KPC) განაცხადა, რომ ირანული მხარის მიერ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების შედეგად ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობობიექტი სერიოზულად დაზიანდა.

ქუვეითის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმას მოჰყვა ხანძარი, რის შედეგადაც დაშავდნენ მეხანძრეები და ობიექტის მუშახელი.

ინციდენტი მოხდა შაბათს, 18 ივლისს, მას შემდეგ, რაც ირანმა ქუვეითის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით იერიშები მიიტანა. თავდასხმის სამიზნე გახდა როგორც სამხედრო, ისე კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროენერგიისა და წყლის გამტკნარებელი დანადგარები.

ქუვეითის ელექტროენერგიისა და წყლის სამინისტროს განცხადებით, ეს იყო მეორე შემთხვევა ბოლო ორი დღის განმავლობაში, როდესაც წყლის გამტკნარებელ ობიექტზე იერიში მიიტანეს, რამაც ენერგოსისტემის ნაწილის გათიშვა გამოიწვია.

ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ირანული აგრესია მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების სისტემებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ხანძრები და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულმა თავდასხმებმა ქვეყანაში საჰაერო განგაშიც გამოიწვია, ხოლო ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ოპერაციების დროებითმა შეჩერებამ ავიაკომპანიებს ფრენების განრიგის შეცვლა აიძულა.

ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ირანის ქმედებები და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები მიუთითებს „სისტემურ, აგრესიულ მიდგომაზე“, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რითაც საფრთხე ექმნება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი