მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. თაზაქენდში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი კიდევ 9 ავტომატური სადგურით გაფართოვდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.

„ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოს მთავრობამ, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება ზუსტი მონაცემების, მიზანმიმართული ქმედებებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს შექმნის“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ თამარ შარაშიძემ.

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

„ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებას, დაბინძურების წყაროების გამოვლენას და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის ადგილებში. იქ, სადაც ჰაერი სუფთაა, ადამიანის ჯანმრთელობა უკეთესია, მკურნალობის ხარჯი ნაკლებია, ხოლო ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში. სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge.

ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი