
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისათვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის ძებნილი პირი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დაკავებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, თანასოფლელს, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა. ამ დროისთვის, იგი გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge