მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქვრივიშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას აჩვენა, რომ თითოეული ქმედება მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოლაპარაკებებისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან
ქვრივიშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას აჩვენა, რომ თითოეული ქმედება მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოლაპარაკებებისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

იმედი|imedinews.ge

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას საქმით აჩვენა, რომ თითოეული ჩვენი ქმედება ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ისტორიული შეთანხმების პაკეტის გაფორმებას წინ უსწრებდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები.

„აღნიშნულ შეთანხმებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. შეთანხმების პაკეტი თავისი შინაარსით ორ ძირითად სექტორს ფარავს. პირველი ეს არის ენერგეტიკის სექტორი და მეორე ეს არის ტრანსპორტის მიმართულება.

აზერბაიჯანი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ეკონომიკური პარტნიორი, განსაკუთრებულად ხაზი მინდა გავუსვა აზერბაიჯანის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ მრავალთვიანმა მეგობრულმა და პარტნიორულმა მოლაპარაკებებმა ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეს იყო მრავალთვინი კომპლექსური მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკებამ გამოაჩინა რაოდენ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს აზერბაიჯანთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმება ფარავს გაზმომარაგებას, გაზის იმპორტსა და ტრანზიტს, ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტს, ასევე, გაჩერებული ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების დაწყებას.

„ჩვენ ყოველთვის გვამოძრავებს სამი ძირითადი ფაქტორი. პირველი ეს არის გაზის უწყვეტობა, მეორე - კომერციული პირობები და მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაციის პოლიტიკა. სოციალური გაზის ხელშეკრულება, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლოს ვადა გასდიოდა, ჩვენ თადარიგიანად დავიწყეთ მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. დღეს სასიხარულოა, რომ არსებული 20-წლიანი ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ახალი ხელშეკრულებით გვექნება შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ სოციალური გაზი სოციალურ ფასად“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებები კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი