მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ძალოვან სტრუქტურებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ძალოვან სტრუქტურებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა ძალოვან სტრუქტურებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ფინანსთა მინისტრმა უწყების თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

მამუკა მდინარაძის დანარჩენი სამივე მოადგილე თანამდებობას ინარჩუნებს. გეკა გელაძემ ისინი შს მინისტრის ყოფილ მოადგილე, მარიამ ტაბატაძესთან ერთად, უკვე წარუდგინა უწყების თანამშრომლებს.

სუს-ის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ავთანდილ კუნჭულია, ადმინისტრაციაში სამართალდამცავი ორგანოების საკითხებს უხელმძღვანელებს.

სწორედ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია შედის მამუკა მდინარაძის უფლებამოსილებაში, ასევე სახელმწიფო მინისტრი უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კოორდინაციას პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან.

კიდევ ერთი საკადრო ცვლილება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე წარუდგინა.

გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა კი მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, შალვა კბილაშვილი წარუდგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი