მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში
„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

იმედი|imedinews.ge

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მისი დეპორტაციის შესახებ იტყობინება ადამიანის უფლებების დამცველი როზა დუნაევა. მისი თქმით, რესპუბლიკის მკვიდრი, სახელად ბესლანი, თითქმის ორი ათწლეულის წინ გაექცა ომს და ლიეტუვაში ჩავიდა. მან ემიგრაციაში უფრო მეტ ხანს იცხოვრა, ვიდრე სამშობლოში.

„ჩეჩნეთში ბესლანი ფედერალური ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ოჯახის მრავალი წევრი დაიღუპა, გადარჩენილები კი დევნილებად იქცნენ და ახლა „მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები“, წერს დუნაევა. ადამიანის უფლებების დამცველის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ბესლანის საქმე ეხებოდა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დაცვას. ის აცხადებდა რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში დევნისა და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შესახებ. „ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მიმართვები, საჩივრები და ოფიციალური წერილები ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს, ასევე ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს და მოვითხოვეთ მომხდარის სამართლებრივი შეფასება,“ განუცხადა დუნაევამ Kavkaz.Realii-ს.

The Insider-ი, ლიეტუვის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით ასახელებს დეპორტირებულის ვინაობას - ბესლან ესტემიროვს. 2018 წელს ლიეტუვის გამოცემა Delfi-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ლიეტუვაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ჩეჩნეთში მისი სიცოცხლისთვის საფრთხის გამო. 2014 წელს მას ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ვადამდე გაათავისუფლეს პირობით. ესტემიროვი კვლავ დააკავეს ნარკოტიკების შენახვასა და რეალიზაციაში, ასევე დაკავების დროს პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილობის გამო. მან ბრალდებები უარყო.

Kavkaz.Realii-ს რედაქცია ადრე წერდა ამ საქმეზე. ბესლანი დააკავეს, როდესაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა ბინადრობის ნებართვის განახლებისთვის. მისი დაკავების მიზეზები უცნობი დარჩა. დუნაევას თქმით, დეკემბერში ლიეტუვის ხელისუფლებამ საჯაროდ მისცა პირობა ჩეჩნურ დიასპორას, რომ ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიცია არ მოხდებოდა.

ჰელსინკიში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა ლტოლვილებისა და მიგრანტების უფლებებისადმი მიძღვნილი პიკეტი გამართეს. მომიტინგეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, არ დაუშვან ფინეთში თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩნებისა და ინგუშების სტიგმატიზაცია.

ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა კრემსის ციხის წინ აქცია გამართეს. მათ მოითხოვეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება ქვეყნის ციხეებში სიკვდილის, ძალადობისა და ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ყველა შემთხვევის შესახებ.

მანამდე ესტონეთის ხელისუფლებამ ჩეჩენი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაცია მოახდინა. როზა დუნაევას განცხადებით, მას ჩამოერთვა იურიდიულ დახმარებაზე სრული წვდომა და საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა“, - ნათქვამია „რადიო თავისუფლების“ სტატიაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცოტნე ანანიძე: ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს

უკრაინაში ისრაელის საელჩო: 21 ივნისს კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, გაერთიანება „ბრატსტვოს“ აქცია გაიმართა - მონაწილეები ნაცისტურ მისალმებებს გაჰყვიროდნენ და ნაცისტურ ჟესტებს იყენებდნენ, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ამ აქციასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს

შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს

იმედი

El Pais: ევროპარლამენტი ევროკომისიისგან ბრიუსელში „თალიბანთან“ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვს

El Pais: ევროპარლამენტი ევროკომისიისგან ბრიუსელში „თალიბანთან“ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვს

იმედი