მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჰენრი სეჰუდო მერაბ დვალიშვილზე: შაბათს საღამოს მერაბთან ვიჭიდავებ - ჩვენ მეტოქეები ვართ, მაგრამ ამავდროულად სპორტსმენებიც ვართ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გვაკავშირებს. მან თავისი ქვეყანა დამათვალიერებინა და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ
ჰენრი სეჰუდო მერაბ დვალიშვილზე: შაბათს საღამოს მერაბთან ვიჭიდავებ - ჩვენ მეტოქეები ვართ, მაგრამ ამავდროულად სპორტსმენებიც ვართ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გვაკავშირებს. მან თავისი ქვეყანა დამათვალიერებინა და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ

იმედი|imedinews.ge

RAF Georgia-ს მონაწილეებმა თბილისი დაათვალიერეს. მსოფლიო დონის მოჭიდავეები, მათ შორის UFC-ის ყოფილი ჩემპიონები მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეჰუდო, დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ესტუმრნენ. ტური ძველი თბილისის საფეხმავლო მარშრუტს მოიცავდა. სტუმრებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ ინფორმაცია პროფესიონალმა გიდებმა გააცნეს.

„იციან, რომ გვყავს ძლიერი სპორტსმენები, ძლიერი ათლეტები. იციან, რომ ვართ ისტორიული ქვეყანა, გვაქვს დიდი წარსული, ვართ ღვინის სამშობლო, ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, რაც მთავარია“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ჰენრი სეჰუდომ, რომელსაც დვალიშვილი დაუპირისპირდება, საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ქართველი სპორტსმენის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. შეხედეთ ამ ხედებს, მთებს - აქ საოცრად ერწყმის ერთმანეთს ქალაქი და ბუნება. ყველაფერი შესანიშნავად მიდის. შაბათს საღამოს მერაბთან ვიჭიდავებ და ამას დიდი მოლოდინით ველოდებით. ჩვენ მეტოქეები ვართ, მაგრამ ამავდროულად სპორტსმენებიც ვართ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გვაკავშირებს. მან თავისი ქვეყანა დამათვალიერებინა და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ“, - განაცხადა სეჰუდომ.

ვიზიტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით დაიგეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო სპორტსმენებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობასა და ქვეყნის პოპულარიზაციას.

თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ღონისძიება 11 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ. შეჯიბრზე 8 ოლიმპიური ჩემპიონი იჭიდავებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი