
რატი იონათამიშვილი: ევროკავშირის შექმნის იდეა ეფუძნებოდა თითოეული წევრი სახელმწიფოს მნიშვნელობას ევროკავშირში, ფაქტობრივად ვეტოს გაუქმება ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნების ოკუპირებას ევრობიუროკრატების მხრიდან
რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სკეპტიციზმი მატულობს და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ბევრ პრობლემა შეუქმნის ევროკავშირის ქვეყნებს.
„ევროკავშირის შექმნის იდეა ეფუძნებოდა თითოეული წევრი სახელმწიფოს მნიშვნელობას ევროკავშირში, ფაქტობრივად ვეტოს გაუქმება ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნების ოკუპირებას ევრობიუროკრატების მხრიდან.
ევროკავშირის დამფუძნებლებს რომ სცოდნოდათ, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი დადგებოდა, შეიძლება მათ უარიც ეთქვათ ევროკავშირის შექმნაზე, ვინაიდან მსგავსი საუბრები არა მხოლოდ ძირს უთხრის ევროკავშირის ღირებულებებს, არამედ საერთოდ მის პერსპექტივასა და იმიჯს აზიანებს. სამწუხაროა, რომ ევრობიურკრატები ასე უდიერად ექცევიან ევროკავშირს, ევროპულ ინსტიტუტებს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებას გეგმავს, რაც წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს დადებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლების გაუქმებას გულისხმობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge