მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ-მა ბრაზილიის ელჩს ვიზა გაუუქმა - ვაშინგტონსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური დაპირისპირება მწვავდება
Reuters: აშშ-მა ბრაზილიის ელჩს ვიზა გაუუქმა - ვაშინგტონსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური დაპირისპირება მწვავდება

Reuters: აშშ-მა ბრაზილიის ელჩს ვიზა გაუუქმა - ვაშინგტონსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური დაპირისპირება მწვავდება

იმედი|imedinews.ge

აშშ-მა ვაშინგტონში ბრაზილიის ელჩს მარია ლუიზა რიბეირო ვიოტის ვიზა გაუუქმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამის მიზეზი ბრაზილიის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ბრაზილიაში ელჩად წარდგენილი კანდიდატის ოფიციალურად ურაყოფა და რამდენიმე ამერიკელი დიპლომატისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმა გახდა.

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ეს ნაბიჯი „საპასუხო ზომაა“ და ბრაზილიის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ ნიშნავს. მისივე განცხადებით, თუ ბრაზილია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ელჩად წარდგენილ დენიელ პერესს აგრემანს მისცემს, ვიოტის ვიზა დაუყოვნებლივ აღდგება.

ვაშინგტონის ინფორმაციით, ბრაზილიამ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაამტკიცა პერესის კანდიდატურა და ასევე უარი უთხრა ვიზების გაცემაზე ორ ამერიკელ დიპლომატს, რომლებიც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით უნდა ჩასულიყვნენ. აშშ ამ გადაწყვეტილებებს დიპლომატიური პრაქტიკის შეფერხებად და ურთიერთობისთვის დამაზიანებლად აფასებს.

ბრაზილიის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მოქმედებს საერთაშორისო დიპლომატიური პროცედურების შესაბამისად და უარყოფს ბრალდებებს, თითქოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ არაერთხელ დაადანაშაულა აშშ ბრაზილიის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩარევის მცდელობაში.

Reuters-ის ცნობით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა. დიპლომატიური უთანხმოება უკვე აისახა სავაჭრო ურთიერთობებზეც და ბრაზილიაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.

მიუხედავად დაძაბულობისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი კვლავ დაინტერესებულია ბრაზილიასთან „პატივისცემაზე დაფუძნებული, ნორმალური და პროდუქტიული“ ურთიერთობების შენარჩუნებით და მზად არის არსებული უთანხმოების დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს

იმედი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

იმედი

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა

იმედი

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი