მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ბერძენი მეხანძრეები ზედიზედ მეორე დღეა კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან
Reuters: ბერძენი მეხანძრეები ზედიზედ მეორე დღეა კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

Reuters: ბერძენი მეხანძრეები ზედიზედ მეორე დღეა კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

იმედი|imedinews.ge

ბერძენი მეხანძრეები უკვე მეორე დღეა ზედიზედ კუნძულ კრეტაზე გაჩენილ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გუშინ კრეტასა და საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილში ძლიერი ქარის პირობებში ხანძრებთან ბრძოლას სამი ბერძენი მეხანძრე ემსხვერპლა, კიდევ ორი კი მსუბუქად დაშავდა.

ორი მეხანძრე დაიღუპა კრეტაზე, კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სოფელ კრია ვრისის მახლობლად გაჩენილი ხანძრის დროს. ისინი ცეცხლის სხვადასხვა კერას შორის გადაადგილდებოდნენ, როდესაც ხანძრის ალყაში მოექცნენ. კიდევ ერთი მეხანძრე პელოპონესის რეგიონში ასევე ხანძართან ბრძოლისას დაიღუპა.

როგორც Reuters-ი იუწყება, გუშინ ასობით ადგილობრივი მცხოვრები და ტურისტი კრია ვრისიდან და ახლომდებარე სხვა სოფლებიდან, რომლებიც კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ხმელეთით და ზღვით გაიყვანეს. ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ლოკალიზება გართულებულია. ის პოპულარულ ტურისტულ ზონებს უკვე მიუახლოვდა.

დღეის მდგომარეობით, კრეტაზე ორ დიდ ხანძარს 200-ზე მეტი მეხანძრე, ათობით სახანძრო მანქანა და ავიაცია ებრძვის. ხანძარმა გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ზეთისხილის ბაღები, ასევე დააზიანა საწყობები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

„სამწუხაროდ, გაუმჯობესება არ შეინიშნება და ბოლო ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა კრეტას სამოქალაქო დაცვის საკითხებში რეგიონული გუბერნატორის მოადგილემ გიორგოს ცაპაკოსმა.

მისივე თქმით, ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავებმა დღეს დილით ხანძრის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობა ვერ შეძლეს.

ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრის განაცხადებით, საბერძნეთსა და იტალიას უახლოეს კვირებში ხანძრების მაღალი რისკი ელით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები,  ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები, ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს

იმედი

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

იმედი