მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი მოკლეს
Reuters: ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი მოკლეს

Reuters: ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი მოკლეს

იმედი|imedinews.ge

დიდ ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება Reuters-ი.

სააგენტოს ცნობით, 78 წლის ყოფილი მინისტრი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წევრი საკუთარ სახლში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული თეთრკანიანი ბრიტანელი მამაკაცია, რომელიც ქალაქ ნიუტონ ებოტში აიყვანეს. დასახლება უიდიკომბის სახლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში მდებარეობს.

დევონისა და კორნუოლის საგრაფოების პოლიციის უფროსის თანაშემწემ მეტ ლონგმანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მკვლელობას ტერორიზმთან ან პოლიტიკურ მოტივთან დააკავშირებდა.

ენ უიდიკომბი ცნობილი იყო თავისი სოციალურად კონსერვატიული შეხედულებებით. ის თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯონ მეიჯორის დროს კონსერვატიულ მთავრობაში უმცროსი მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მოგვიანებით კი ნაიჯელ ფარაჯის პარტიაში „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ იმიგრაციისა და მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობდა.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველები უიდიკომბის სახლში ხუთშაბათს, შუადღის შემდეგ მივიდნენ, სადაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მკვლელობას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და აღნიშნა, რომ უიდიკომბი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად მუშაობდა საჯარო სამსახურში.

Reuters-ის ცნობით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბრიტანეთში პარლამენტის მოქმედი ორი წევრი მოკლეს. „ლეიბორისტი“ დეპუტატი ჯო კოქსი 2016 წელს ბრექსიტის კამპანიის პერიოდში, ნაცისტური იდეოლოგიით გატაცებულმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დანით მოკლა. კონსერვატორი დეპუტატი დევიდ ამესი კი 2021 წელს დანით მოკლეს. თავდამსხმელი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის მატარებელი იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს

Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს

იმედი

ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს

ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის

ზურაბ პატარაძე: ყველა სტუდენტს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებას და ინტელექტუალურ რესურსს  მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებას!