მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა
Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა

Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა

იმედი|imedinews.ge

რუსეთი სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, მიუხედავად იმისას, რომ არაბული ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდა, ხოლო მოსკოვი დამხობილი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერდა მხარს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მიმდინარე წელს რუსეთმა სირიისთვის ნავთობის მიწოდება 75%-ით გაზარდა, რაც დღეში დაახლოებით 60 ათასი ბარელია.

აღნიშნული მოცულობა რუსეთის დღიური მსოფლიო ექსპორტის მიზერულ ნაწილს წარმოადგენს, წერს Reuters-ი.

თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, სირიისთვის, რომლის შიდა წარმოება მოთხოვნას საგრძნობლად ჩამორჩება, მოსკოვი ნავთობის დომინანტ მიმწოდებლად ხდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, როცა სირიაში 14-წლიანი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ირანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომის შემდეგ კრიზისიდან გამოვიდა, დასავლეთისკენ შემოტრიალდა, ხოლო მისი ეკონომიკა გლობალურ საფინანსო სისტემას მიუერთდა, დამასკოს მაინც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, აღნიშნავს გამოცემა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხულოში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა

ხულოში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა

იმედი

ნეაპოლიტანური გამოცემა CalcioNapoli24: „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს - „ნაპოლი“ მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება

ნეაპოლიტანური გამოცემა CalcioNapoli24: „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს - „ნაპოლი“ მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება

იმედი

უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ პროგრამით

უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ პროგრამით

იმედი

სპორტის მინისტრი ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალ გენერალურ მდივანს, ზურაბ თალაკვაძეს შეხვდა

სპორტის მინისტრი ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალ გენერალურ მდივანს, ზურაბ თალაკვაძეს შეხვდა

იმედი