მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters: ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters: ესპანეთში გაუსაძლის სიცხეებს 1 029 ადამიანი ემსხვერპლა

იმედი|imedinews.ge

ესპანეთში ივნისში გაუსაძლისი სიცხეების გამო 1 029 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ხუთდღიანმა სიცხის ტალღამ, რომლის დროსაც ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა, ივნისი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თვედ აქცია.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს არის 2015 წლის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც სიცხეს უკავშირდება.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს, AEMET-ის ცნობით, ივნისში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 3.2 გრადუსით მაღალი იყო, რაც 1961 წლის შემდეგ მეორე ასეთი შემთხვევაა. ივნისი ყველაზე ცხელი თვე 2025 წელსაც იყო.

როგორც Reuters-ი იუწყება, სიცხის პიკის დროს, 23 ივნისს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 73%, ანუ 35.7 მილიონი ადამიანი რისკის ზონაში აღმოჩნდა, მათგან 38% კი მაღალი რისკის ქვეშ იყო.

სააგენტოს განცხადებით, ზაფხულის პირველი სიცხის ტალღა განსაკუთრებით მძიმე იყო ქვეყნის ჩრდილოეთში, არა მხოლოდ ინტენსივობის, არამედ ხანგრძლივობისა და მდგრადობის გამო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი