მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: გაეროს გენერალური მდივანი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა
Reuters: გაეროს გენერალური მდივანი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა

Reuters: გაეროს გენერალური მდივანი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა

იმედი|imedinews.ge

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დამასკოში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს სირიაში გაეროს მოქმედი ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია 2009 წლის შემდეგ, სანამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, რომელსაც ასიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

„გაერო სირიას ამ გადამწყვეტ მომენტში გვერდით უდგას“, - დაწერა გუტერეშმა სოციალურ ქსელ X-ში ჩასვლის შემდეგ და ამ ვიზიტს „სოლიდარობის ვიზიტი“ უწოდა. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, „არ დაიშუროს ძალისხმევა“ სირიელი ხალხის მხარდასაჭერად.

სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ გუტერეში დამასკოში, პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. ალ-შარაა, რომელიც ადრე „ალ ქაიდას“ სირიულ ფილიალს ხელმძღვანელობდა, 2025 წლის ნოემბრამდე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ტერორიზმთან დაკავშირებული სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, წერს Reuters-ი.

გუტერეშის ვიზიტი სირიისთვის კიდევ ერთი ეტაპია მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა 2024 წლის ბოლოს პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაამხეს, რითაც დასრულდა 2011 წელს დაწყებული ომი და დაიწყო გარდამავალი პერიოდი.

მაშინ გუტერეშმა ასადის მმართველობის დასრულებას „სირიის დიქტატურის დასასრული“ უწოდა და ეს რეგიონისთვის იმედის ნიშნად შეაფასა.

გაეროს ხელმძღვანელი ასევე შეხვდება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ასაად ალ-შაიბანის, მთავრობის სხვა წარმომადგენლებსა და სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადექვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი

შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება

შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება

იმედი

გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან

გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან

იმედი