მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი
Reuters: იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი

Reuters: იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი

იმედი|imedinews.ge

სამხრეთ იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში სამშაბათს მომხდარმა 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრამ ათასობით საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დააზიანა გზები და სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ნაწილობრივ ჩამონგრეულ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა და ზარალის მასშტაბი ჯერ კიდევ ზუსტდება.

„უკვე მივიღეთ ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. რიგ რაიონებში დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა და ხანძრები, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები, ჩამოინგრა შენობებიც“, - განაცხადა ტაკაიჩიმ.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციის გზით.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ერთ-ერთმა საავადმყოფომ უკვე 50-ზე მეტი დაშავებული მიიღო. გაზეთ Nikkei-ის ინფორმაციით, მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში მყოფი რამდენიმე მგზავრიც დაშავდა.

საგანგებო სამსახურების განცხადებით, მიწისძვრის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ Aeon-ის სავაჭრო ცენტრში რამდენიმე ადამიანი იყო ჩარჩენილი.

Aeon-ის წარმომადგენლის თქმით, პირველი ბიძგების შემდეგ სავაჭრო ცენტრიდან მომხმარებლებისა და თანამშრომლების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა, თუმცა აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი