მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ
Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი|imedinews.ge

ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან შეუტიეს, რასაც, სავარაუდოდ, ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კოორდინაციით ახორციელებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული შეფასებები, რომლებიც ოფიციალურ ვერსიებს არ ემთხვევა, მიუთითებს, რომ ირანის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის წევრებმა ურთიერთკავშირები და შესაძლებლობები გააძლიერეს, რათა რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან მათ წინააღმდეგ, ლიბანიდან ირანამდე, არაერთი დარტყმა განხორციელდა.

თავდასხმები მოიცავდა დარტყმებს საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარე ნავთობობიექტებზე, რომელიც სამეფოს ნედლი ნავთობის მთავარი ცენტრია.

ოთხშაბათს საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებთან ერთად განახორციელა საჰაერო იერიშები ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. ერ-რიადის განცხადებით, ისინი დაკავშირებული იყო თავდასხმებთან და ოფიციალურად პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულ ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს დაეკისრა. ამავდროულად, იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ თავდასხმები თავად განახორციელეს. ერაყის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოძიებას აწარმოებს.

რეგიონის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზოგიერთი თავდასხმა ერაყის ტერიტორიიდან განხორციელდა ერაყული დაჯგუფებებისა და „ჰუსიტების“ ერთობლივი მონაწილეობით, აღნიშნეს, რომ ოპერაციას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კურირებდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

იმედი

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

იმედი

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი