მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: საფრანგეთის ტურისტულ ნახევარკუნძულზე ტყის ხანძრების გამო ადამიანების ევაკუაცია გამოცხადდა
Reuters: საფრანგეთის ტურისტულ ნახევარკუნძულზე ტყის ხანძრების გამო ადამიანების ევაკუაცია გამოცხადდა

Reuters: საფრანგეთის ტურისტულ ნახევარკუნძულზე ტყის ხანძრების გამო ადამიანების ევაკუაცია გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის ხელისუფლებამ ტყის მასშტაბური ხანძრების გამო ატლანტის სანაპიროზე მდებარე კაპ-ფერეს ნახევარკუნძულიდან ადამიანების ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოსახლეობისა და დამსვენებლების გასაყვანად რეგიონში გემები გააგზავნეს, რადგან ტერიტორია მასშტაბური ტყის ხანძრის საფრთხის წინაშეა, წერს სააგენტო.

ტერიტორიის სრული ევაკუაციის გადაწყვეტილება, სადაც მრავალი ფეშენებელური სახლია განლაგებული და ამჟამად სავსეა ზაფხულის არდადეგებზე მყოფი ტურისტებით, ხანძრის მასშტაბურობასა და სერიოზულობაზე მიუთითებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

„საფრანგეთმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ამოქმედება მოითხოვა. მალე შევძლებთ დახმარების მიღებას — ხორვატიიდან ორი Canadair-ის ტიპის თვითმფრინავის, პორტუგალიიდან ორი Air Tractor-ის თვითმფრინავის, ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთისგან ორი მძიმე Black Hawk-ის ვერტმფრენის სახით“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში.

ხანძარმა ნახევარკუნძულზე უკვე გაანადგურა 8 700 ჰექტარი ტერიტორია და კვლავ მძვინვარებს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ევროპის მასშტაბით მიმდინარე სეზონში ზედიზედ სამმა სიცხის ტალღამ გაამწვავა გვალვა, შეამცირა წყლის მარაგები და მცენარეული საფარი უკიდურესად აალებადი გახადა. შედეგად, მიმდინარე წელს ტყის ხანძრებმა უკვე უფრო დიდი ფართობები გაანადგურა, ვიდრე ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარა. ძლიერმა სიცხემ ასევე ათასობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ტყის ხანძრებისგან საფრანგეთი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს